თურქეთის ელჩი საქართველოში განათლების სამინისტროში იმყოფებოდა. დიპლომატმა უწყება ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დატოვა.
განათლების სამინიტროს განმარტებით, ელჩის უწყებაში მისვლა ტენდერის ფარგლებში თურქული კომპანიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ჩაღლარის სკოლების საკითხსაც დაეთმო.