19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას რაგბის კავშირის პრეზიდენტი ეხმაურება

მომხდარ ავტოავარიაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა. გოჩა სვანიძის თქმით, ადგილზე იმყოფება ნაკრების ექიმიც.

გადაწყვეტილებას დაშავებულების თბილისში გადმოყვანისა თუ ადგილზე მკურნალობის შესახებ ექიმები ერთობლივად მიიღებენ.

„რაც იქნება საჭირო ყველა დავუდგები გვერდში,“ - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტო საგზაო შემთხვევას ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცლილები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ერთ მანქანში ისხდნენ.

ასევე მძიმედ დაშავდა მეორე მანქანაში მსხდომი 4 ადამიანი. მათ შორის საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის ლელოს მორაგბე გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეებიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები