მარმარისში დაკავებულ 5 ქართველს თურქეთში საქართველოს კონსული დღეს მოინახულებს. საკონსულოს წარმომადგენლები, უკვე შეხვდნენ პროკურორს, რომელიც პოლიციელის მკვლელობის საქმეს იძიებს.
კონსულის, თქმით პროკურორი უარყოფს დაკავებულ ქართველებზე ფიზიკურ ძალადობას. დიპლომატიური წარმომადგენლობა მზად არის, მათ სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.
5 ქართველი ქალაქ მარმარისში ორი 2 დღის წინ დააკავეს.
„პროკურორმა კატეგორიულად განგვიცხადა, რომ არანაირი ფიზიკური ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ ყოფილა,“ - აღნიშნა ჯემალ გოგიტიძემ.
თურქული წყაროს ცნობით, მათ ბრალად მარმარისის რაიონის პოლიციის თანამშრომლის მკვლელობა ედებათ.