19 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
"უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა" - ზაზა ხატიაშვილი

მოსამართლეთა ზეწოლის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების საფუძველზე, დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობოები. პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე. 

მათი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა დაუშვებელია და მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტები, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში უნდა გამოიძიონ. ისინი გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებენ, რადგან როგორც ამბობენ, ხელისუფლება ყოველთვის იყო დაინტერესებული ამ საკითხით.

„ხელისუფლებამ იმდენი რამ გააკეთა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში მიეღო სასურველი შედეგი. მაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება ახლაც მოსამართლეების წინაშე მოქმედებს სწორედ იმავე მიზნით და განზრახვით,“ - აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

დროული და ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ ომბუდსმენის აპარატშიც.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა,“ - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ. 

ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

„გამოძიება ჩატარდება ფორმალურად, წინასაარჩევნოდ რაღაცას დაიწყებენ, მაგრამ ეს ბოლომდე არ მივა. ბოლომდე რომ მივიდეს, საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ სავარაუდოდ, პროკურორები. უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა. თავის თავს ეგენი არ დასჯიან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები