13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ მსჯელობა კომისიების შემდეგ, დღეს უკვე საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობა პროექტს წარადგენს, როგორ უნდა გადაიჭრას იმ ხუთი ოჯახის პრობლემა, რომლებმაც კომპენსაცია ამ დრომდე ვერ მიიღეს. მიზეზად კი დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართი სახელდება.
უმრავლესობაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს შესაბამის დოკუმენტაციაში.
„ამ ადამიანებმა ვერ დაიკანონეს იმის გამო, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ ყოველგვარი შესწავლის გარეშე, მთელ რიგ საცხოვრებელ ადგილებს თბილისში, დაადო რეკრეაციული ზონის სტატუსი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს სხდომაზე ასევე კენჭს უყრიან მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი მამუკა მუმლაძის კანდიდატურას.