19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
ევროკავშირთან ასოცირება - 8 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს კვლევას გამოაქვეყნებს

როგორ შეასრულა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები? 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ამ მიმართულებით მომზადებულ კვლევას დღეს გააცნობს საზოგადოებას.

მასში გამოყოფილია რამდენიმე მიმართულება. მათ შორის საუბარია მართლმსაჯულების და მედიის თვისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე. ასევე რუსთავი 2-ის საქმეზე, წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების აუცილებლობაზე.

კვლევა ასევე მოიცავს ინფორმაციას, რა ვითარებაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. დოკუმენტი კონკრეტული უწყებებისთვის გარკვეულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

დღის ამბები