19 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტო ავარიას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

გუშინ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტო ავარიას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება.

ჯანდაცვის მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს.

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობები, რომ მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების. გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, დილის საათებში იქნება კონსილიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა.

ავტო ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. რაგბის ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის ლელოს მორაგბე გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები ავტო ავარიის შედეგად დაშავდნენ.

დღის ამბები