გაფიცვა ოპერაში დასრულდა. ცისფერ დარბაზში თავისი ადგილები ორკესტრის, გუნდის წევრებმა, სოლისტებმა და ადმინისტრაციის ნაწილმა დაიკავა.
ულტიმატუმის მიუხედავად ხვალ ისინი სეზონს დახურავენ და განმარტავენ, რომ ეს არის კომპრომისი არა მთავრობის წინაშე, რომელმაც მათი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი არ მოხსნა, არამედ პატივისცემის ჟესტი მაყურებელს.
დასმა თავისი არჩეული ხელმძღვანელი თვითონვე ერთხმად გადაირჩია. ახლა კი აპირებენ მისი სახელი აფიშებიდან ჩამოხსნან. დავით კინწურაშვილს მის თეატრში სახელით არც მოიხსენიებენ, არც როგორც მაესტროს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მას ნაცვალსახელით მოიხსენიებენ.
ავტორი: მაია ლომიძე.