19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს - გიორგი მარგველაშვილი

მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

"ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.

"ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს," - წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები