ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ქუთაისის კლინიკებში რჩებიან.
რაგბის ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის, მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია და ექიმების განცხადებით, კლინიკას ის მალე დატოვებს.
რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს, მიდი მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმე რჩება.
შედარებით გაუმჯობესდა მორაგბეთა მეუღლეების მდგომარეობა. მათი ჯანმრთელობის სტატუსი კრიტიკულად მძიმედან სტაბილურად მძიმემდე შეიცვალა.
ოთხივე დაშავებულს ამ დრომდე ქუთაისში მკურნალობენ.