ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 2 აგვისტოს გაგრძელება. გადაწყვეტილება დღის ბოლოს სასამართლო სხდომაზე მიიღეს.
სხდომაზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 182-ე მუხლის შესახებ მსჯელობენ.
გიგი უგულავას უფლებადამცველები და ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულთა პირების ადვოკატები თვლიან, რომ მუხლის განმარტება ზოგადია და მისი გამოყენება ამა თუ იმ პირისა თუ პირებისადმი, პოლიტიკური ან სხვა ტიპის დევნისთვის შესაძლებლობას იძლევა, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ჩვენი სარჩელი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მარტო გიგი უგულავასთვის. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნებისმიერი საჯარო ადმინისტრატორი დაცული იქნება, რომ პროკურატურა მას თვითნებურად ვერ მოახერხებს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას,"- აცხადებს უგულავას უფლებადამცველი, ბექა ბასილაია.
საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულთა ადვოკატიც.
"იმედი გვაქვს, რომ სასამართლო კონსტიტუციაზე დაყრდნობით მიიღებს. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ჩვენი მსჯავრდადებულების გათავისუფლება გარდაუვალი გახდება," - აცხადებს ლევან სამუშია.
პარლამენტის იურისტი, რომელიც სასამართლო პროცესზე მოპასუხეა, მიიჩნევს, რომ "მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ".
ავტორი: ეკო მაღრაძე