მთაში კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მაშველებმა მის ცხედარს უშბაზე მიაგნეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებს ცხედრის ამოსაყვანად მუშაობა რთულ პირობებში მოუწიათ.