დამოუკიდებლობის გაკვეთილები - ასე ქვია ეკა წამალაშვილის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც კიევში გაიმართა. მასში მოთხრობილია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ყოფილი ქვეყნების, მათ შორის უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეალური ისტორიები დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.
წიგნი უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გია გეწაძის დახმარებით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ გამოსცა. პრეზენტაციას უკრაინის ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.