19 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
კვერცხი რომ მოადგა მერე გაახსენდა?! - ოპერის თანამშრომლების პასუხი სამხატვრო ხელმძღვანელს

კვერცხი რომ მოადგა მერე გაახსენდა?! - ასე ეხმაურებიან ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის გაფიცული წევრები სამხატვრო ხელმღვანელის განცხადებას სადაც, დავით კინწურაშვილი აცხადებს, რომ დასის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ხელმოწერები დაძალებით არის შეგროვებული. 

გაფიცულები კი კურიერის კამერასთან აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლას არავინ ახდენს, მეტიც მათ პრეტენზიები კულტურის სამინისტროსთან აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ იწელება დროში დასის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელმძღვანელის განთავისუფლების შესახებ. 

"ამდენი ადამიანი, რომ გეუბნება წადი უნდა წახვიდე. რა სახელები უნდა დაასახელოს, ახლა გაახსენდა როცა კვერცხი მოადგა?! ეს არის პროვოკაცია,"- აცხადებს ირაკლი სილაგაძე. 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები