უკვე რამდენიმე თვეა სოფელ ჭოპორტში ათობით ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ და მათ დღეში რამდენჯერმე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ სუფთა წყლის მოსატანად.
ონკანებში კი სადაც მაისამდე შედარებით სუფთა წყალი მოდიოდა დღეს ტალახიანი წყალი მოდის. ამბობენ, რომ ხშირად მილიდან ბაყაყიც გამოუყვანიათ.
ჭოპორტელები ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ 3 დღიან სამუშაოებს დაპირდნენ და უკვე თითქმის სამი თვეა წყალი არ აქვთ.
სოფელს გაუფილტრავი წყალი ჟინვალი-თბილისის წყალსაცავის არხიდან მიეწოდებოდა.
ავტორი: გვანცა სუთიძე