5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს მზადება რთული პირობებში უწევთ.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონმა, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა, ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე მიზანს 50 მეტრის დისტანციიდან უნდა ესროლოს, თუმცა თბილისში მისივე ხელით აშენებულ ტირში, მხოლოდ 25 მეტრიან დისტანციაზე უწევს ვარჯიში, რადგან 50 მეტრიანი სასროლეთი ამ ქალაქში უბრალოდ არ არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ოლიმპიურ ისტორიაში სულ ორი ოქროს მედალოსანი ქალი სპორტსმენია, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ ნინო სალუქვაძეა, რიოში ის თავის ვაჟთან ერთად მიემგზავრება. მსოფლიო სპორტის ისტორიაში კი ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედა და შვილი ერთად იბრძვიან სასურველი მიზნის მისაღწევად.
მსგავს რთულ პირობებში უწევთ ვარჯიში სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენებსაც.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.