19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
გარემოვაჭრეების აქცია თბილისის მერიასთან - დაკავებულია დიდუბის ბაზრის მფლობელი

დაკავებით დასრულდა ხმაური და დაპირისპირება თბილისის მერიასთან. აქციაზე დიდუბის ბაზრის 50-მდე მოვაჭრე იყო შეკრებილი. ისინი ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მეწილის მიერ კედლის აშენებას აპროტესტებდნენ.

მოვაჭრეების განმარტებით, ეს მშენებლობა მათ საქმიანობას აფერხებს. დაპირისპირება სწორედ აქციის მონაწილეებსა და მერიაში შეხვედრიდან გამოსულ მეწილეს შორის მოხდა. საპატრულო პოლიციამ სწორედ ბაზრის მფლობელი დააკავა.

დღის ამბები