"ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის" – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა დღეს თბილისში. შეხვდრაზე სხვადსხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, შეხვდრის ბოლოს კი მშვიდობის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც მიიღეს. კონფერენცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.