19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ოპერის დასის წევრები დილიდან ისევ განაახლებენ აქციას

ოპერის დასის წევრები დღეს დილიდან ისევ განაახლებენ აქციას კულტურის სამინისტროსთან, სადაც გვიანობამდე იმყოფებოდნენ. ისინი კვლავ მოითხოვენ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა.

მათი თქმით, ოპერაში, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ბევრი ფინანსური და სამართლებრივი პრობლემა გამოვლინდა.

დასის წევრები არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა. წინაღმდეგ შემთხვევაში, როგორც განაცხადეს, სექტემბრიდან სეზონი არ გაიხსენება.

ხელოვანთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი კი, რომელიც უერთდება მათ მოთხოვნას, მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს შეისწავლონ ის ფინანსური დარღვევები, რის შესახებაც დასის წევრები საუბრობენ.

დღის ამბები