15 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან. რუსთავი 2-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი სამი წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. ოჯახი კვლავ საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები დღესაც, ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან.