19 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
ხმაური გურჯაანში - გარემოვაჭრეებს პოლიცია და რაიონის გამგებელი უპირისპირდებიან

ხმაური იყო დილიდან გურჯაანის აგრარულ ბაზართან. გარემოვაჭრეებს პოლიცია და რაიონის გამგებელი უპირისპირდებიან, რომლებიც მათ ბაზრის შიგნით შესვლას აიძულებენ და ჯარიმებით ემუქრებიან.

მოვაჭრეების გარეთ დგომის მიზეზი გურჯაანში მცირე ბაზრის მშენებლობა გახდა.

მოვაჭრეები მშენებლობის დასრულებამდე, გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ და ბაზრის შიგნით შესვლაზე უარს, ადგილების არარსებობის მიზეზით ხსნიან.

გამგეობაში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვას კანონი არეგულირებს.

დღის ამბები