19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ზოგად უნარებში ბარიერი აპლიკანტების დაახლოებით 16-მა პროცენტმა ვერ გადალახა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეაჯამა მაია მიმინოშვილმა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ, ელექტრონულმა ფორმატმა გაამართლა.

ზოგადი უნარების პირველადი შედეგები დღეს გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს საკუთარი შეფასებების გაგება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეეძლებათ.

ზოგად უნარებში ბარიერი აპლიკანტების დაახლოებით 16-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

„იყო სერიოზული მღელვარება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ფორმატი შევთავაზეთ ჩვენს აპლიკანტებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული თვალსაზრისით რისკიც, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან წილად ვიყავით ტექნიკაზე დამოკიდებული ამ შემთხვევაში. მთელმა ამ პროცესმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. მესამე ვარიანტი ზოგადი უნარების, ოდნავ რთული აღმოჩნდა. იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს, ოდნავ მეტია მესამე ვარიანტში სხვა ვარიანტებთან შედარებით,“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

დღის ამბები