19 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
კულტურის მინისტრი ოპერაში მიდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ერთ საათში კულტურის მინისტრი ოპერაში მიდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.  

ოპერის დასის აქციები დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება, სოლისტები და გუნდის წევრები კულტურის სამინისტროს შენობასთან დილიდან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები, მინისტრის და მისი გუნდის მხრიდან გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ოპერის დასის სამი წევრი გუშინ ღამე თეატრის დირექტორს კიდევ ერთხელ შეხვდა. საუბარი შეთანხმების გარეშე დასრულდა. კინწურაშვილი პოსტის დატოვებას არ აპირებს.

ოპერის თანამშრომლების უმრავლესობის განმარტებით კი, აქციები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პერმანენტულად გაიმართება.

დღის ამბები