ძუძუს კიბოს პრევენცია, მის წინააღდეგ ბრძოლის ეფექტური გზები და საზოგადების ინფორმირებულობა - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს რედისონში. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დამიზნებით თერაპიის და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ევროპა დონა-საქართველო პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს.
"დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანია, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს პაციენტების ინტერესები და მოხდეს ამ ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, მესამე და მეოთხე სტადიებისთვის, რადგანაც მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მკურნალობა, რათა გააგრძელონ სიცოცხლე“ - განაცხადა ევროპა დონა-საქართველოს პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა.