ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გათავისუფლა.
ამის შესახებ რუსთავი2-თვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
დავით კუნწურაშვილის ბრძანებით, სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან: იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი.
დავით კინწურაშვილის ბრძანება 26 ივლისის რიცხვით არის დათარიღებული და მიზეზად "შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა" სახელდება.
ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე საგანგები განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს, გადადგომისთვის ვადას დღის ბოლომდე მისცა.