ოპერისაა და ბალეტის თეატრის დერექტორმა, ალექსანდრე მოწონელიძემ, თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია მან კურიერთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა და თქვა, რომ მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება.
რაც შეეხება ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს, ის ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, უცნობია მისი გადაწყვეტილებაც. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, "გადავწყვიტე, საზოგადოება არ დავტოვო დამახინჯებული “სიმართლის” ამარა".
რამდენიმე საათის წინ საგანგები განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს, გადადგომისთვის ვადას დღის ბოლომდე მისცა.
ამ განცხადების გაკეთების შემდეგ კი კინწურაშვილმა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გათავისუფლა.