ხმაური იყო გურჯაანის ბაზართან. გარემოვაჭრეებს პოლიცია და რაიონის გამგებელი უპირისპირდებიან, რომლებიც მათ ბაზარში შესვლას აიძულებენ და ჯარიმებით ემუქრებიან.
მოვაჭრეების გარეთ დგომის მიზეზი გურჯაანში მცირე ბაზრის მშენებლობა გახდა. მოვაჭრეები მშენებლობის დასრულებამდე გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ.
გამგეობაში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვას კანონი არეგულირებს.