19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა 50 წლის ზაქარია თაყაძე სასტიკად სცემეს

რუსმა ოკუპანტემა 50 წლის ზაქარია თაყაძე სასტიკად სცემეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ კირბალში მოხდა, სადაც ე.წ. მესაზღვრეები დაზარალებულს ავტომატის კონდახით გაუსწორდნენ. 

როგორც დაზარალებული იხსენებს, ის სოფლის ტერიტორიაზე საქონელს აძოვებდა, რა დროსაც მას რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები თავს დაესხნენ და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებას უპირებდნენ. მან წინააღმდეგობა გაუწია და რუსმა ოკუპანტებმა მისი დაპატიმრება ვერ შეძლეს.

თაყაძე აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია და სოფლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ზაქარია თაყაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მან მალევე მიმართა კლინიკა გორმედს.

ექიმის განცხადებით, დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და მას დაზიანებები ჰქონდა სახის არეში მიყენებული.

დღის ამბები