ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და დავით კინწურაშვილი გადააყენა.
მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას სამინისტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ოვაციები მოჰყვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა შეფასებას მისცემს დავით კინწურაშვილი მინისტრის გადაწყვეტილებას. ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ინტერვიუსაგან ამ დრომდე თავს იკავებს.
ავტორი: სალომე ბენაშვილი