საგანგაშო სტატისტიკა და ხარვეზები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში - აბიტურიენტების 16% უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა.
სტატისტიკა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით, მონაცემები 4%-ით არის გაზრდილი, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
კიდევ ერთი სტატისტიკა დღეს ოპოზიციამ გაასაჯაროა.
სკოლის გამოსაშვები გამოცდებიდან 2 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეების 21% ატესტატის გარეშე დარჩა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40 ათასზე მეტი ახალგაზრდიდან, დაახლოებით, 9 ათასმა ვერ გადალახა.
წარუმატებელი მოსწავლეების ამ რაოდენობას "უპრეცედენტოს" უწოდებს 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი.
ბრალდებებს განათლების სამინისტროში დღეს არ უპასუხეს. რამდენიმე დღის წინ კი განათლების მინისტრი სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობდა.
ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ არსებული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, სწავლის მაღალი ხარისხის მიღწევა წარმოუდგენელია.
გამოცდების ობიექტურად ჩატარებას დაუკავშირეს მიღებული შედეგები ქართულ ოცნებაში.
ავტორი: ეკო მაღრაძე