ოპერის თეატრი არ არის ერთდერთი დასი, სადაც შესაძლოა, კულტურის სამინისტროს ჩარევა გახდეს საჭირო. ამჯერად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რუსთაველის თეატრის დირექტორმა დაწერა. თუმცა, პოსტიდან წასვლამდე ის ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითხოვს.
თეატრის ხელმძღვანელმა მინისტრს ვრცელი წერილით მიმართა.
თეატრის დირექტორი გადადგომის მიზეზად რობერტ სტურუას მისდამი დამოკიდებულებას უკავშირებს.
"დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა, რომ მესაუბრა არსებულ პრობლემებზე. ბატონი რობიკო არიდებდა თავს. ასეთ პირობებში ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა აბსურდულია. ამიტომაც დავწერე ეს განცხადება," - განაცხადა კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს ირინა ყიასაშვილმა.
ყიასაშვილის ბრალდებებს სტურუა ამ დრომდე არ გამოხმაურებია. განცხადება გააკეთა თეატრის იურისტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თეატრი ამომწურავად გასცემს ბრალდებებს პასუხს და საზოგადოებას არსებული ვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი ამბობს, რომ ის ვითარებას ჯერ სრულად არ იცნობს და ელოდება ახსნა-განმარტების ბარათს, რაც ვითარებას უფრო კარგად წარმოაჩენს.
ავტორი: მაია ლომიძე