19 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
მეწვრილმანე ივანიშვილის ბინძური შანტაჟის მსხვერპლი თუ გახდებიან, ძალიან გამიკვირდება - ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს

"მეწვრილმანე ივანიშვილის ბინძური შანტაჟის მსხვერპლი თუ გახდებიან, ძალიან გამიკვირდება," - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ის ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ რომელ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე რა სახის შანტაჟი ხორციელდება და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები ამ შანტაჟს არ შეუშინდებიან. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს არ საუბრობენ მათ მიმართ მიმდინარე ზეწოლაზე, გიორგი პაპუაშვილმა თავის შესახებ არ ისაუბრა. არიან მოსამართლეები, რომლებიც არიან დაშანტაჟებულები, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხარეს არის ოჯახის იმიჯი და საზოგადოებრივი იმიჯი. მაგრამ, როცა მაღალ საზოგადოებრივ თანამდებობაზეა ლაპარაკი,  ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ომი გამოიარეს ჩემთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და მეწვრილმანე ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის მსხვერპლი თუ გახდებიან, ძალიან გამიკვირდება. 

"მეწვრილმანე ივანიშვილის ბინძური შანტაჟი თუ გაჭრის მათ წინააღმდეგ, ისინი გადავლენ მილევადი რეჟიმისკენ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი. ახალი ხელისუფლება ყველაფერს გამოიძიებს. უკვე ყველაფერი ცნობილია. ყველა ინფორმაცია, თუ ვისზე რა შანტაჟი განხორციელდა.

"ამაზე თუ თქვენ არ ისაუბრებთ, ჩვენ ვისაუბრებთ. ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ კონკრეტული ადამიანების  ღირსეულმა ქმედებებმა ქვეყანა მისი მომავალი და დემოკრატია უნდა გადაარჩინონ. ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ საქმეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად ვითარებაზე, რომელიც გადასარჩენია. ჩვენ ვართ საზოგადოების კარგად ინფორმირებული ნაწილი ვართ," - განაცხადა გვარამიამ. 

 

დღის ამბები