NDI იმ კვლევის ნაწილის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხებოდა.
გამოკითხულთა პასუხებმა აჩვენა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და პენსიებია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
ამავე გამოკითხვის თანახმად დგინდება, რომ მოსახლების 80% ყოვლეთვიურად საშუალოდ 300 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.
რაც შეეხება დედაქალაქის პრობლემებს, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, გარემოს დაბინძურება და გზებია.
შეგახსენბთ, რომ კვლევისთვის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში გამოიკითხა 4 ათასზე მეტი ადამიანი.