19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
NDI-გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციის მიღების წყაროდ "რუსთავი 2"-ს ასახელებს

NDI-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2-დან იღებს. 71% ინფორმაციის წყაროდ იმედს ასახელებს.

რაც შეეხება ტელეკომპანია მაესტროს, მისგან საჭირო ინფორმაციას გამოკითხულთა 39% იღებს, პირველი არხიდან 38%, ხოლო GDS-დან 27%.

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 77%სთვის ინფორმაციის მირების პირველი წყარო ტელევიზიაა, ინტერნეტს უპირატესობას მხოლოდ 14% ანიჭებს. 

„სასიამოვნო იყო იმის გაგებამ, რომ ტელეჟურნალისტების საქმიანობას საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს. ყველაზე რეიტინგულ არხებს შორის სახელდება რუსთავი 2 და ტელე იმედი. რაც შეეხება ამავე არხების მიმართ სანდოობას, უფრო მეტი ადამიანი ამას უფრო პოზიტიურად აფასებს ვიდრე ნეგატიურად,"-განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა. 

შეგახსენებთ, რომ კვლევისთვის NDI-მ 4 ათასამდე ადამიანი გამოკითხა და დღეს მხოლოდ ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც მასმედიას, ეკონომიკასა და ქვეყნის საგარეო კურსს ეხებოდა.

დღის ამბები