საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ეთნიკური აზერბაიჯანელები გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მიწების მიტაცებაში სოფლის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჯემალ ნიაზოვს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ნიაზოვმა ასეულობით ჰექტარი მიწის ფართობი მიითვისა, რაზეც სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივებმა დახმარებისთვის საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, მოთხოვნას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. მოსახლეობის ბრალდებებს ჯემალ ნიაზოვი უარყოფს.