ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კორუფციაში ადანაშაულებს. 2014 წელს ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული მევლუდ კიკნაველიძე აცხადებს, რომ 2014 წელს სოფელ როხში მოწყობილი ნიაღვარმიმღები, კერძო კომპანიამ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა.
თუმცა, გელა მშვილდაძის გამგებლობის დროს სისტემის მოწყობა დაასრულა ერთერთმა ინდმეწარმემ 1800 ლარის სანაცვლოდ, რაც ყოფილი გამგებლის განცხადებით, შესრულებული სამუშაოს არაპროპორციულია.
“გამაჩნია ინფორმაცია, რომ ამ კორუფციულ საქმიანობაში ჩართული იყო დღევანდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე და გარკვეული თანხა მიისაკუთრა,“ - აღნიშნა მევლუდ კიკნაველიძემ.
ბრალდებებს გამოეხმაურა თავად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ბრალდებებს სიცრუე უწოდა.