19 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობა შსს-ს ღია წერილით მიმართავს

ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს. მოძრაობის წევრები გიორგი მღებრიშვილთან შეხვდრას ითხოვენ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ.

ქალთა მოძრაობის წევრები ქალებზე ძალადობის გაზრდილ სტატისტიკასა და ამ მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ.

"2016 წლის 7 თვის განმავლობაში უკვე 10 ფემიციდი, 10 ქალთა მკვლელობა მოხდა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი და ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემდგომი რეფორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და გაატაროს ძირეული რეფორმები“ - განაცხადა იურისტმა, კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

სამართლებრივ საკითხებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტის ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება.

"აუცილებელია ჩამოყალიბდეს სპეციალური განყოფილება, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მკვლელობების დანაშაულებზე, ანუ მათ შესწავლაზე, ანალიზზე. ასევე გვინდა, რომ ამ უწყებაში განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა, შემაკავებელი ორდერების გაცემის თვალსაზრისით და დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც არ იყენებს კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს“ - აღნიშნა ლომჯარიამ.    

  

დღის ამბები