საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გურიანიუსის ჩოხატაურის ოფისში, ივლიტას ბიბლიოთეკაში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებულ სტუდენტებსა და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში, სიმბოლურია.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წყალდიდობას გამორჩეული ადამიანები ემსხვერპლნენ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში საზოგადოების კონსოლიდაცია გაიხსენა.