საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინიციატივით უშბის ექსპედიცია დაიწყო. 5 ქართველი მთამსვლელი ამჟამად, უშბის ჩრდილოეთ მწვერვალზე იმყოფება. ბიძინა გუჯაბიძე, ზურა კვესტაძე, ბექა ფაჯიშვილი, ლევან ბუიღლიშვილი და ირაკლი გუჯაბიძე მყინვარზე 26 ივლისს ავიდნენ.
მყინვარზე ასვლის დროს ქვათაცვენა დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთი მთამსვლელი ანა დულარიძე დაშავდა. მიღებული ტრამვების გამო ის, ილია ბერულავასთან ერთად, საბაზო ბანაკში დაბრუნდა.
მყინვარზე ასვლის პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მთამსვლელი ირაკლი გუჯაბიძე ავრცელებს.