19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
დასაქმება და სიღარიბე - NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემები უცვლელია

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგი კვლევების პირველი ნაწილი დღეს გასაჯაროვდა. მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი, კვლევის შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ გამოკითხულებს ყველაზე მეტად დასაქმება აწუხებთ და სამუშაო ადგილების არ არსებობას - 56%-ით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ, სიღარიბე გაიზარდა 62%-ისთვის, გამოკითხულთა 33% კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევა ასევე შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკას და მოსახლეობის დამოკიდებულებას მედიისადმი. 

გამოკითხულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 74% ამბობს, რომ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსთავი 2-სგან იღებს. 

NDI-ის კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 4 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.   

დღის ამბები