დღეს შესაძლოა ცნობილი გახდეს აღადგენენ თუ არა სამსახურში, ოპერიდან გათავისუფლებულ 4 თანამშრომელს. ოპერის იურისტის მტკიცებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აქვს იურიდიული უფლებამოსილება დააბრუნოს ისინი თანამდებობებზე. პარალელურად ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სარჩელს ამზადებენ. ისინი ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს უჩივიან.
დავით კინწურაშვილმა 4 თანამშრომელი მისი თანამდებობიდან გადაყენებამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლა. სასამართლოსთვის მიმართავს გეგმავ ოპერის ყოფილი ხელმძღვანელიც და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მთავარი მოქმედი პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
„ავტომატურ რეჟიმში სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლება არ ნიშნავს და არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას,“ - განაცხადა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა.