საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
თამარ ჟვანიამ საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს ცესკოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ორგანიზაციამ ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია გამოგზავნა.
14 გრძელვადიანი დამკვირვებელი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. ისინი რეგიონებში დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, გამართავენ შეხვედრებს კანდიდატებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.