01 ოქტომბერი 2024,   21:39
ვრცლად
ქრისტინა აგილერა აჭარული ღვინის სახლში იმყოფებოდა

ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე. კრისტინა აგილერას ტექნიკურმა ჯგუფმა ხმა და განათება უკვე შეამოწმა. რეპეტიცია ახალ საკონცერტო სივრცეში ხვალისთვის არის დაგეგმილი.

გრემის, MTV-სა და სხვა ცნობილი მუსიკალური ჯილდოების მფლობელი ვარსკვლავი უკვე საქართველოშია.  აჭარული ღვინის სახლი ქედაში ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა ახალი შთაბეჭდილებებით ნახევარი საათის წინ დატოვა.

ქრ​ისტინა აგილერა ქართულ რესტორანში, საკუთარ 40 კაციან ტექნიკურ და სასცენო ჯგუფთან ერთად, ქართულ კერძებს გაეცნო.

მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა ქართული ხალხური სიმღერებიც მოისმინა.

ავტორი სალომე ბენაშვილი. 

 

 

დღის ამბები