დაბა ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. აქ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 16 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
განყოფილება აღჭურვილია, უახლესი სპეც ტექნიკით. განახლებულია ავტოფარეხი. გახსნის ცერემონიას მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო.