19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ავჭალაში ყოფილი საავადმყოფოს შენობის მეორე სართული ჩამოინგრა

ავჭალაში ყოფილი საავადმყოფოს შენობის მეორე სართული ჩამოინგრა. შენობაში 5 წლის მანძილზე თვითნებურად შესახლებული 22 სოციალურ დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა.  

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულები ღამის გასათევად სასტუმროში გადაიყვანა. მათი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირის საფასურს გადაუხდიან. თუმცა, ადგილობრივები მუდმივ საცხოვრებელს ითხოვენ.

დღის ამბები