თბილისში დიდ დიღომში მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობას დაიწყო. მშენებლობის ადგილზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
ახალი ავტოპარკი ევროსტანდარტების მიხედვით იქნება მოწყობილი და 377 ავტობუსს დაიტევს.
პროექტისთვის 13 მილიონი ლარი არის გამოყოფილი. მშენებლობა მომავალი წლის მარტში უნდა დასრულდეს.