19 ნოემბერი 2024,   19:11
ვრცლად
მერიის ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი პირების ვინაობა ცნობილია

კურიერმა მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც იმ პირების ვინაობაა დასახელებული, რომლებიც მერიის ვაკანტურ თანამდებობეზე ინიშნებიან. 

დოკუმენტის თანახმად დედაქალაქის მერის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილს წარადგენენ. ნარმანიას კიდევ ერთი მოადგილედ კი ნატო ქიტიაშვილის დანიშვნაზე იმსჯელებენ. 

რაც შეეხება მერიის ადმინისტრაციის უფროსს, ამ პოსტზე ირაკლი ხუცურაულის კანდიდატგურას წარადგენენ. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად კი გიორგი უკლებას კანდიდატურა შეირჩა.

მერიის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს საკრებულო განიხილავს და მათ დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები