შს მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ პროექტის ფარგლებში
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ”შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა.
ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.