პროექტ სმართ ჰაბ - საქართველოს პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისში. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პარტია ახალი საქართველოს ლიდერის განმარტებით, პროექტის მიზანი ქვეყანაში მოხერხებული და გამჭირვალე ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე სერვისების წარმოებაზე.
სმარტ ჰაბ - საქართველო ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, რაც პროექტის ავტორების პოზიციით, ქართული და უცხოური ბიზნესისთვის ფინანსურ მოტივაციას გააჩენს.
შეხვედრას პარტნიორი ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.