19 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
აქცია სოფელ გეგუთში - კომპანია "აკორდ ჯორჯიას" თანამშრომლები მიუღებელ ხელფასს ითხოვენ

წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში აქცია გაიმართა. კომპანია აკორდ ჯორჯიას თანამშრომლები 4 თვის მიუღებელ ხელფასს ითხოვენ.

მათი განცხადებით, ხელმძღვანელობას მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, ხელშეკრულების პირობები კვლავ არ სრულდება.

აქციის მონაწილეებს და დამსაქმებელს გია თევდორაძე შეხვდა.

დეპუტატის განცხადებით, კომპანია დავალიანებას უახლოეს მომავალში დაფარავს.

დღის ამბები